საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიო ჩემპიონატი არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 2016
04:32 | May 12 2016

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-მ 11 მაისს მიიღო გადაწვეტილება წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ არაოლიმპიური წონით კატეგორიებში, როგორც  მოგეხსენებათ ოლიმპიურ წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ტარდება, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა კი თითოეულ სტილში მხოლოდ ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს შეუძლიათ. დარჩენილი ორი არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისათვის კი UWW-მ გამოაცხადა დამატებითი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების შესახებ რომელიც 10-11 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

 

მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ სტილში (61კგ, 70კგ), ბერძნულ-რომაულში (71კგ, 80კგ) და ქალთა (55კგ, 60კგ) კატეგორიებში გაიმართება.

 

ლას ვეგასში მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ერთადერთი ბრინჯაოს მედალი არაოლიმპიურ კატეგორიაში ლაშა გობაძემ (80) მოიპოვა.