საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რობერტ კობლიაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიური საგზურები მოიპოვეს
07:34 | May 06 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა რობერტ კობლიაშვილმა (85) და იაკობ ქაჯაიამ (130) რიო 2016-ის ლიცენზიები მოიპოვეს. სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირის ფინალში გასვლით მათ ოლიმპიური საგზურები გაინაღდეს.

 

კობლიაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა, რაზილიელ ბრანდაო სანტიაგოს 1:47 წამში 8-0, ლიტველ ლაიმუტის ადომაიტისს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი ყაზახი დანიალ გაჯიევი 2-1 დაამარცხა,  ფინალში ჩვენებურის მეტოქე გერმანელი დენის კუდლა უნდა ყოფილიყო თუმცა მხრის მცირე ტრამვის გამო აღარ გარისკა და უბრძოლველად დაუთმო მეტოქეს. 

 

ქაჯაიამ (130)  ბერძენ ქსენოფონ კოუტსიოუმპასს და ტუნისელ რადოუანე ჩების პირველივე პერიოდში ერთნაირი ანგარიშით 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელი მიჰალი დიკ ბარდოში 2:11 წუთში 9-0 გაანადგურა, ფინალში კობლიაშვილის მსგავსად ქართველმა მძიმეწონოსანმაც მხრის ტრამვის გამო აღარ გარისკა ჭიდაობა შვედი მაგნუს ეურენისთან.

 

სამწუხაროდ ულიცენზიოდ დავრჩით 59 კგ-ში სადაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი ასპარეზობდა, პირველ შეხვედრაში ინდოელ სინგ რავინგერს 8-0 მოუგო, თუმცა მომდევნო შეხვედრაში ამერიკელ დევიდ სიელკესთან 6-13 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

ამრიგად ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ანგარიშზე 5 ოლიმპიური ლიცენზია, შეგახსენებთ რომ მანამდე ლიცენზიები შმაგი ბოლქვაძემ (66), ზურაბ დათუნაშვილმა (75) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.