საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო 2016! ბერძნულ-რომაული მოჭიდავეების ბოლო შანსი სტამბოლში
01:27 | May 05 2016

6-8 მაისს სტამბოლში რიო დეჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურები გათამაშდება. მსოფლიოს უკანასკნელ სალიცენზიო ტურნირზე ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ, თურქეთში დარჩენილი სამი საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ ბერძნულ-რომაული ნაკრები გაემგზავრება რადგან თავისუფლებს ექვსივე ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვთ.

 

სტამბოლში ევროპის ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხი (59), ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და 23-წლამდელებში იაკობ ქაჯაია (130) გაემგზავრნენ. 

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ლიცენზიები შმაგი ბოლქვაძემ (66), ზურაბ დათუნაშვილმა (75) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.

 

ლას ვეგასის მსოფლიო ჩემპიონატის, კონტინენტური და მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირების მიხედვით ჭიდაოიბის სამივე სახეობაში უკვე გაიცა 300 ოლიმპიური ლიცენზია რომელიც 58 ქვეყანამ მიიღო, სტამბულში კი დარჩენილი 36 საგზური გათამაშდება. 15 საგზურით ლიდერობს რუსეთის ნაკრები, აზერბაიჯანი მეორეა 13, ჩინეთს, ყაზახეთს და აშშ-ს 12 საგზური აქვთ მოპოვებული. საქართველოს, რუსეთს, ირანს და აზერბაიჯანს თავისუფალ ჭიდაობაში ექვსივე საგზური აქვთ მოპოვებული. 

 

სტამბოლში 6 მაისს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ყველა კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ. 7 მაისი ქალებს დაეთმობათ, 8 მაისს კი თავისუფლები გამოვლენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება