საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
11:35 | May 03 2016

30 აპრილს ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის, მსოფლიო თასის მფლობელის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ტურნირის საზეიმო გახსნას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მოადგილეები ლადო მგალობლიშვილი, ნათია სირაბიძე, უმაღლესი საბჭოსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ტურნირი აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამეტის უფროსის მუხრან ვახტანგაძის და დეპარტამენტის მოადგილის დავით მიქელაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
აღნიშნული ტურნირი ახალგაზრდებს შორის 8 წონით კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც 10 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, ისრაელი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) 160 -მა პროფესიონალმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა, მათგან 45 ქართველი იყო და რინგზე საქართველოს სახელით 15 სპორტსმენი გამოვიდა.
ტურნირი მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით წელს მეხუთედ ჩატარდა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები მედლებით, თასებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.