საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ივერიკო ჯულაყიძე და გივი მაჭარაშვილი - აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის გამარჯვებულები
07:34 | April 29 2016

29 აპრილს ბაქოში დასრულდა აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის გათამაშება, ტურნირის ბოლო დღეს ხალიჩაზე ახალგაზრდა თავისუალი სტილით მოიჭიდავეები გავიდნენ და 5 მედალიც მოიპოვეს.

 

ტურნირის ჩემპიონები ივერიკო ჯულაყიძე (66) და გივი მაჭარაშვილი გახდნენ (97), ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) და ზაურ ბერაძემ (84) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს კი ზურიკო ურთაშვილი (120) დაეუფლა.

 

მესამე ადგილისათვის შეხვედრები დათმეს გიორგი ღონიაშვილმა (50), თეიმურაზ ვანიშვილმა (55), გიორგი პასიკაშვილმა (60), ნიკა კენჭაძემ (74) და მექი სიმონიამ (84).

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი. 
მსაჯი: მიხეილ გრძელიძე