საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ნუგზარ წურწუმია და გიორგი მელია - აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის გამარჯვებულები
10:01 | April 27 2016

ჭაბუკების მსგავსად წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე სადაც 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებულები ნუგზარ წურწუმია (50) და გიორგი მელია (96) გახდნენ, რომლებმაც ფინალში ყირგიზი სარდარ კონუსბაიევი 3-2 და  უკრაინელი ვლასლენ კოზლიუკი 9-0 დაამარცხეს.

 

ფინალური ორთაბრძოლა დათმო დავით ჩხარტიშვილმა (55) მასპინძელ ნოფელ ბაბაიევთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

მესამე ადგილისათვის შეხვედრაში იური ლომაძემ (74) თანაგუნდელი მინდია ბოლქვაძე 6-3 დაამარცხა, მის გარდა ბრინჯაოს მედლები ირაკლი შავაძემ (60) და გურამ ხეცურიანმაც (84) მოიპოვეს, ბრინჯაოსთვის შეხვედრები დათმეს დავით გოგიძემ (84), გიორგი მარშანიამ და გიორგი ბარბაქაძემ (ორივე 96) და თენგიზ ძებნიაურმა (120).

 

ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 59 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა აზერბაიჯანის ნაკრებს 60, მესამეზე თურქეთი გავიდა 56 ქულით.

 

გამარჯვებულს 500$ ერგო, მეორე ადგილსონს 250$, მესამე 150$.

 

მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე
მწვრთნელები: გიორგი ჯინჭველაშვილი, ოთარ ფევაძე და მუხრან მაჭუტაძე.

 

28 აპრილს აზერბაიჯანულ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები გამოვლენ.