საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკი ბერძენ-რომაელების 12 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ბაქოდან
10:48 | April 26 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში დაწყებულ აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე ჭაბუკებს შორის 4 ოქროს, 2 ვერცლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ირანის, ბულგარეთის, რუსეთის, ერაყის, თურქეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებები.

 

ტურნირის პირველ დღეს ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმოთ, ტურნირის გამარჯვებულები დიეგო ჩხიკვაძე (42), გიორგი შოთაძე (54), ლერი აბულაძე (58) და ლუკა ხუციშვილი (76) გახდნენ, ვერცხლის მედლები ბექა ბეშიძემ (63) და საბა ცეცხლაძემ (100) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი რამაზ სილაგავამ (50), ოთარ აბულაძემ (58), ლევან გოგუამ (69), გიორგი ქაცანაშვილმა (85), აკაკი ოსიაშვილმა (46), ნიკა ყორყიამ (63) დაიკავეს.

 

ფინალში დიეგო ჩხიკვაძემ (42) აზერბაიჯანელი ზაურ ალიევი 4-2, გიორგი შოთაძემ (54) მასპინძელ ჰასან მამედლი 4-3, ლერი აბულაძემ (58) ასევე მასპინძელი სენან აბდულზადე 8-0 და ლუკა ხუციშვილმა (76) ირანელი ჰოსეინ გოიეჰეიღლოუ 6-1 დაამარცხა.

 

ბრინჯაოსთვის კი ორი ქართული დერბიც გაიმართა, ლევან გოგუამ (69) ბექა გურულს 5-0 ხოლო გიორგი ქაცანაშვილმა (85) რობიზონ ესაძე 4-3 სძლია.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მასპინძელ აზერბაიჯანის ნაკრებს, მესამეზე ირანი გავიდა 71 ქულით.

ჩემპიონ-პრიზიორებს მედლებთან და სამახსოვრო სიგელებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ. ჩემპიონს 300$, მეორე ადგილოსანი 200$, მესამე 100$.

 

 

მთავარი მწვრთნელი: დავით ბედინაძე

მწვრთნელები: ვაჟა კრავეიშვილი, გურამ ცალუღელაშვილი და მამუკა სულთანიშვილი
მსაჯი: რუსლან დარსანია
 

 

27 აპრილს ბაქოში კი ახალგაზრდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების იასპარეზებენ.