საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
11:17 | April 25 2016

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რუსეთში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას.

 

ყაზანში 2016 წლის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების დამარცხებით საქართველომ კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა. 

ჩვენმა ნაკრებმა საუცხოოდ ჩაატარა ოთხივე შეხვედრა, ერთმანეთის მიყოლებით სძლია უნგრეთის (5:0), საბერძნეთის (4:1), პოლონეთის (4:1) და მასპინძელი რუსეთის (3:2) გუნდებს და ევროპაში უძლიერესის სახელი დაიბრუნა.

 

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში ასპარეზობა 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ესტერ სტამი, ლაშა შავდათუაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ ნუგზარ ტატალაშვილი და ლევან მატიაშვილი. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის მედლების მიხედვით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.