საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სრული გუნდით რიოში! ზურაბ იაკობიშვილმა თავისუფალთა ნაკრებს მეექვსე ლიცენზია მოუტანა
11:12 | April 24 2016

24 აპრილს მონღოლეთში მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირის ბოლო დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავიდნენ, 65 კგ-ში ზურაბ იაკობიშვილი ფინალში გავიდა და ოლიმპიური საგზურიც გაინაღდა,

 

ქართველმა ფალავანმა საფინალო გზეზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი სომეხი დავიდ საფარიანი 4-1, ფრანგი იური სემაკნი 3-1 და ნახევარფინალში ბულგარელი ბორისლავ ნოვაჩკოვი 5-4 დაამარცხა, ფინალში კი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ  ადამ ბატიროვთან 1-3 დათმო შეხვედრა.

 


ამრიგად საქართველოს თავისუფალთა ნაკრები რიო დეჟანეიროში სრული გუნდით 6 სპორტსმენით იასპარეზებს.