საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

რიო-2016! რევაზ ნადარეიშვილმა ოლიმპიური საგზური მოიპოვა
03:26 | April 22 2016

22 აპრილს მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა მორიგი ოლიმპიური საგზური მოიპოვა რომელიც რევაზ ნადარეიშვილის (98) ანგარიშზეა. 

 

ქარველი ფალავანი მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირის ფინალში გავიდა რითაც ოლიმპიური საგზური გაინაღდა, ნადარეიშვილმა ფინალამდე ოთხი მეტოქე ნორვეგიელი მარტინ ნიელსენსი 3-1, ყირგიზი უზურ დზუზურბეკოვი და პოლონელი რადოსლავ გრიბიცკი 6-0 ხოლო ნახევარფინალში შვედი ფრედრიკ შოენი 4-1 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ალექსანდრ ჰრაბოვიკსთან დათმო შეხვედა.

 

დღესვე ხალიჩაზე რევაზ ლაშხი (59), რობერტ კობლიაშვილი (85) და იაკობ ქაჯაიაც (130) გავიდნენ თუმცა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს.

 

ლაშხს ერთი გამარჯვება დააკლდა ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად, პირველივე შეხვედრაში მომავალ ფინალისტ ნორვეგიელ სტიგ-ანდრე ბერგესთან 2-6 დამარცხდა და დამამშვიდებელში გადაერთო სადაც მოლდოველი ვიქტორ ჩიობანუ 6-1 დაამარცხა ხოლო ბრინჯაოსთვის კი უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკს 4-2 მოუგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ლიცენზიის მოსაპოვლებლად რომელიც მხოლოდ ერთი ბრინჯაოს პრიზიორისთვის იყო განკუთვნილი, ოქროს მესამე ადგილისათვის კი ჩვენებური უზბეკ ელმურატ ტასმურადოვთან 0-4 დამარცხდა.

 

მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130) პუერტირიკოელი ედგარდო ლოპეს მორელი 8-0 მომდევნო წრეში კი შვედი იოჰა ეურენი 3-0 დაამარცხა, ნახევარფინალში გამარჯვების შემთხევაში კი ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებდა თუმცა ჩინელ ქიანგ მენგთან 1-2 დათმო შეხვედრა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი არ გაუმართლა ბულგარელ მეროსლავ მეტოდიევთან როდესაც ჩოქმბჯენიდან მეტოქის დატრიალებისას თავად მოყვა ილეთზე და სუფთად წააგო.

 

რობერტ კობლიაშვილმა (85) პოლონელ დამიან იანიკოვსკის 8-3 და იტალიელ ფაბიო პარისტის 4-3 სძლია, მეოთხედფინალში გერმანელ რამსინ აზიზსირთა დამარცხდა და რადგან მეტოქეც ვეღარ გავიდა ფინალში ჩვენებურიც გამოეთიშა ასპარეზობას.

 

ამდენად საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებს სამი ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული, შეგასხენებთ რომ წინა კვირაში სერბეთში ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ლიცენზიები შმაგი ბოლქვაძემ (66) და ზურაბ დათუნაშვილმა (75) მოიპოვეს, ეხლა კი მესამე ლიცენზია რევაზ ნადარეიშვილმა (98) დაისაკუთრა.

 

ოლიმპიური საგზურების მოპოვების ბოლო შანსი კი ჩვენ ნაკრებს 6-8 მაისს სტამბულში გასამართ მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირზე ექნება სადაც ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

 

24 აპრილს კი მონღოლეთში ზურაბ იაკობიშვილი (65) იასპარეზებს და თავისუფალთა ნაკრებისთვის დარჩენილი ერთი ლიცენზიის მოპოვებას შეეცდება.