საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრების შენადგენლობა მონღოლეთში მსოფლიოს პირველი სალიცენზიო ტურნირზე
02:59 | April 20 2016

22-24 აპრილს მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი მსოფლიოს პირველ ოლიმპიადისათვის სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს სადაც ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის და სერბეთში ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ოლიმპიური საგზური აქვს, აქედან 5 თავისუფალთა ნაკრების ანგარიშზეა, 2 კი ბერძნულ-რომაულის,  ჩვენი ნაკრების წევრების უმეტესობა სერბეთიდან სტამბულის გავლით პირდაპირ მონღოლეთში გადაფრინდა.

 

პირველები შეჯიბრებაში "კლასიკები" ჩაერთვებიან, 22 აპრილს ბერძნულ-რომაულის სტილის ექვსივე წონის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი დარჩენილი 4 ლიცენზიის მოპოვებას ევროპის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხი (59), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (85), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში რევაზ ნადარეიშვილი (98) და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში იაკობ ქაჯაია (130) შეეცდებიან.

ნაკრებს თან ახლავს მთავარი მწვრთნელი: ბეგი დარჩია მწვრთნელები: აკაკი ჩაჩუა და ზაზა ჯიბლაძე

მსაჯები: ოლიმპიური კატეგორიის რეფერი თემო ყაზარაშვილი და UWW-ს სუპერვაიზერი ედიშერ მაჩაიძე.

ექიმები: გიორგი მურცხვალაძე და თეიმურაზ მგელაძე

გუნდის ხელმძღვანელი: მანუჩარ კვირკველია

 

თავისუფალებიდან დარჩენილი ერთი ლიცენზიის მოპოვებას კვლავ ზურაბ იაკობიშვილი (65) შეეცდება რომელიც 24 აპრილს იასპარეზებს

მწვრთნელები: რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი