საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიოს ჩემპიონის მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი 2016
01:21 | April 20 2016

30 აპრილს ბათუმში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონისა და სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის რომელშიც მონაწილოებას 10 ქვეყნის ნაკრები მიიღებს: რუსეთი, უკრაინა, გერმანია, უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ისრაელი, საფრანგეთი და მასპინძელი საქართველოს გუნდები.

 

ტურნირი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების UWW-ს კალენდარშია შეტანალი და ოფიციალურად საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული.

30 აპრილს 50-60-74-96 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, ტურნირი კი 1 მაისს დასრულდება 55-66-84-120. 

დასაწყისი 11:00 საათზე ქ.ბათუმი “ბასკოს” სპორტის სასახლე - ფიროსმანის 14

აჭარის ტელევოზია 17:30 საათიდან ფინალური შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას შემოგვთავაზებს.