საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრებმა სერბეთში სამი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
05:35 | April 17 2016

საქართველოს ნაკრებმა სერბულ ზრენიანში 15-17 აპრილს გამართულ ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის საკვალიფიკაციო ტურნირზე სამი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, თავისუფალთა ნაკრებიდან ოლიმპიური საგზური იაკობ მაქარაშვილმა (74) ხოლო ბერძნულ-რომაულში კი შმაგი ბოლქვაძემ (66) და ზურაბ დათნაშვილმა (75) დაისაკუთრეს.

 

ლიცენზიის მოსაპოვებლად თითო გამარჯვება დააკლდათ თავისუფალ სტილში ზურაბ იაკობიშვილს (65) და ბერძნულ-რომაულში სანდრო დიხამინჯიას (130) რომლებმაც ნახევარფინალური შეხვედრები დათმეს, ლიცენზიას კი მხოლოდ ფინალისტები გამოიმუშავებდნენ.

 

მეორე ცდის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯამში 7 ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული, შეგახსენებთ რომ მსოფლიოს 2015-წლის სალიცენზიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა პირველივე ცდაზე 4 ლიცენზია მოიპოვა რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57), სანდრო ამინაშვილის (86), ელიზბარ ოდიკაძის (97) და გენო პეტრიაშვილის (125) ანგარიშზეა, ამჯერად კი მეხუთე ლიცენზია იაკობ მაქარაშვილმაც (74) მიამატა, შესაბამისად თავისუფალთა ნაკრებს ერთი ლიცენზია 65 კგ კატეგორიაში დარჩა მოსაპოვები იმისათვის რომ სრული გუნდით წარსდგეს რიო დეჟანეიროში.

 

ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა კი ოლიმპიური საგზურების ათვლა მხოლოდ მეორე ცდიდან დაიწყო, ჯერ მხოლოდ ორი ლიცენზია 66 და 75 კატეგორიებში მოიპოვა, დანარჩენ ოთხ წონით კატეგორიაში კი დარჩენილ ორ სალიცენზიო ტურნირზე შეეცდება მოიპოვოს.

 

მსოფლიო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი  22-24 აპრილს ულანბატორში მონღოლეთი გაიმართება, ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს,  6-8 მაისს კი სტამბული უმასპინძლებს ბოლო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირს სადაც საგზურს მხოლოდ ფინალისტები, ანუ 36 ათლეტი მიღებს.