საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზურაბ დათუნაშვილმა და იაკობ მაქარაშვილი ოლიმპიური ლიცენზიები მოიპოვეს
04:16 | April 16 2016

სერბეთში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის სალიცენზიო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ლიცენზია მოიპოვა, ბერძნულ-რომაულში ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) და თავისუფალში იაკობ მაქარაშვილი (74) ფინალში გავიდნენ და ოლიმპიური საგზურებიც გაინაღდეს. 

 

ზურაბ დათნაშვილმა (75) ფინალამდე სამი მეტოქეს სძლია, ბულგარელი ილიან გეორგიევი და თურქი ემრაჰ კუში ერთნაირი ანგარიში 3-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი 2-1 მოუგო სომეხ კარაპეტ ჩალიანს და ფინალში გავიდა რითაც საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებს მეორე ოლიმპიური საგზური მოუტანა იქ კი მცირე ტრამვის გამო აღარ გარისკა ჭიდაობა სერბ ვიქტორ ნემესთა და მეორე ადგილს დასჯერდა.

 

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა იაკობ მაქარაშვილმა (75) თავისუფალთა ნაკრებს მეხუთე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა, საფინალო გზაზე მანაც სამი მეტოქე ჩამოიშორა, ბერძენი ალექსანდროს სამანიდისი ქულების აშკარა უპირატესობით 10-0, გერმანელი მარტინ ობსტი 7-6 და ესპანეთს სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ ფრიევი 12-8 დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს დამარცხდა და მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

 

დღესვე ხალიჩაზე კიდევ ერთი ბერძენ-რომაელი რობერტ კობლიაშვილიც (85) გავიდა თუმცა ჩეხ არტურ ომაროვთან 1-6 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

 

შეგახსენებთ რომ ზრენიანში ევროპის ქვეყნების პირველი სალიცენზიო ტურნირზე რიოს საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ოლიმპიური ლიცენზია გუშინ შმაგი ბოლქვაძემ (66) მოუპოვა

 

ფინალები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

ხვალ კი 17 აპრილს შეჯიბრის ბოლო დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის 98-130 ხოლო თავისუფალთა 97-125 წონის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი მხოლოდ ბერძნულ-რომაელები ვასილ იმერლიშვილი (98) და სანდრო დიხამინჯია (130) გამოვლენ.