საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დოპინგ-სკანდალის კეთილი დასასრული - ქართველი მოჭიდავეები საბოლოოდ გამართლდნენ
06:46 | April 15 2016

დღეს 15 აპრილს ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ ყველა ქართველ მოჭიდავეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა, საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოს WADA-ს გადაწყვეტილებით 1 მარტამდე აღებულ დოპინგ-სინჯებზე დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმ სპორტსმენებს შეეფარდათ, რომლების სისხლშიც მელდონიუმის შემცველობა 2-დან 15 მიკროგრამამდე იყო. ქართველი მოჭიდავეების შემთხვევაში კი ექვსივე მათგანის სინჯი მერყეობს 0.2-დან 2-მდე, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ მოჭიდავეებს სრული რეაბილიტაცია შეეხოთ, მოეხსნათ ყველანაირი სანქცია და შეზღუდვა, აღუდგათ თავიანთი უფლებები.

 

შეგახსენებთ რომ მელდონიუმი რომელიც არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ სტიმულატორს საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ აკრძალული პრეპარატების სიაში 1 იანვრიდან შეიტანა და ამ სიახლემ მსოფლიოში ასობით სპორტსმენი დააზარალა. მის მიღებაშიკი ქართველი მოჭიდავეებიდან ბრალი ედებოდათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს: ბექა ბუჯიაშვილს (57),  ბექა ლომთაძეს (61), ავთანდილ კენჭაძეს (74), გიორგი მეშვილდიშვილს (125) და დავით მოძმანაშვილს (125), ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი მათე სოფაძეს (85).

 

საბოლოოდ კი ქართულ საჭიდაო სამყაროში აგორებული დოპინგ-სკანდალი დასრულებულია.