საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრებების შემადგენლობა ევროპის ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე
09:31 | April 11 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები 13 აპრილს სერბეთში ქალაქ ზრენიანში გაემგზავრებიან, სადაც 15-17 აპრილს ევროპის ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ რომ ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ ის სპორტსმენები მიიღებენ ვისაც ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ ოლიმპიადის საგზურები, ლიცენზიებს კი თითოეულ წონაში ფინალისტები მიიღებენ.

 

თავისუფალთა ნაკრებს მხოლოდ 2 ლიცენზია დარჩა მოსაპოვები, შესაბამისად სერბეთში ზურაბ იაკობიშვილი (65) და იაკობ მაქარაშვილი (74) გაემგზავრებიან.

 

მწვრთნელები: რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: რევაზ ლაშხი (59), შმაგი ბოლქვაძე (66), ზურაბ დათუნაშვილი (75), რობერტ კობლიაშვილი (85), ვასილ იმერლიშვილი (98) და სანდრო დიხამინჯია (130).

მთავარი მწვრთნელი: ბეგი დარჩია

მწვრთნელები: ჯემალ ბაკურიძე, აკაკი ჩაჩუა და ზაზა ჯიბლაძე.

მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე

ექიმი: ზურაბ კახაბრიშვილი

მასაჟისტი: ლაშა ღონღაძე

გუნდის ხელმძღვანელი: მანუჩარ კვირველია

 

15 აპრილს თავისუფალი სტილის 57-65 და ბერძნულ-რომაული  59-66  წონის ფალავნები იასპარეზებენ.

16 აპრილი - თავისუფალი 74-86, ბერძნულ-რომაული 75-85 

17 აპრილი -  თავისუფალი  97-125, ბერძნულ-რომაული  98-130 

 

დარჩენილია კიდევ 2 სალიცენზიო ტურნირი, პირველი მსოფლიო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი  22-24 აპრილს ულანბატორში მონღოლეთი გაიმართება, ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს, 6-8 მაისს კი სტამბული უმასპინძლებს ბოლო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირს სადაც საგზურს მხოლოდ ფინალისტები მიღებენ.