საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

11 აპრილს 13:00 საათზე ფალავანთა კლუბში ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა
01:32 | April 05 2016

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გაცნობებთ რომ 2016 წლის 11 აპრილს 13:00 საათზე ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირი #49ა-ში, ფალავანთა კლუბის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა.

 

პრეზიდიუმის სხდომის დღის წესრიგი

 

1. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ფედერაციის მიერ მიღწეული შედეგებისა სამომავლო გეგმების გაცნობა.

 

2. პრეზიდენტის მიერ პრეზიდიუმისადმი წარდგენილი ვიცე-პრეზიდენტის  კანდიდატის შეთანხმება და არჩევა.

 

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დამსახურებული მწვრთნელის წოდებაზე წარსადგენ მწვრთნელთა და სოციალური დახმარების პროგრამაში ჩასართავ ვეტერან სპორტსმენთა კანდიდატურების განხილვა;

 

4. სპორტის კანონში 2016 წლის 04 მარტს განხორციელებული ცვლილებების განხილვა.

 

5. ფედერაციაში საკლუბო ლიცენზირების სისტემის დანერგვის შესახებ ინიციატივის განხილვა. 

 

6. პანკრატიონის,  გრებლინგის, საპლაჟო და ნაციონალური ჭიდაობის ფედერაციების საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გაერთიანების საკითხის განხილვა.