საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან
03:29 | April 03 2016

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარულ რუსეში 23-წლამდელთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ემზარი ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

 

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი მიმდინარე წელს მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი ამჯერად 23-წლამდელთა შორის. ვერცხლის მედალი ირაკლი მწითურმა (86) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი შოთა ფარტენაძე (61), დავით ბუზიაშვილი (70) და გივი მაჭარაშვილი დაეუფლნენ.

 

გენო პეტრიაშვილმა (125) ზედიზედ სამ მეტოქეს მოუგო ქულების აშკარა უპირატესობით, ფინელი ტაპანი ჰეინოს სამ წუთში 11-0, ბელარუს ვიტალი პიასნიაკს 2 წუთში 10-0 და თურქ იუნუს ემრე დედეს 3:15 წუთში 10-0 სძლია, ფინალში კი უკრაინელ დანიკო კარტავის 9-4 მოუგო.

 

საფინალო გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა ირაკლი მწითურმაც (86), სლოვაკ მიხაელ ბოდნარს 2:51 წუთში 11-0 ხოლო ბულგარელ ეველინ რუსევს 2:20 წუთში სუფთად მოუგო, ნახევარფინალში დაძაბულ ორთაბრძლაში 5-4 დაამარცხა თურქი კადირ იაზიცი, ფინალში ჩვენებურის მეტოქე რუსების დაუმარცხებელი ფალავანი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი რუსი აბდულრაშიდ სადულაევი იყო. საბოლოოდ ჩვენებური 4-15 დამარცხდა და  დამსახურებული ვერცხლის მედალი მოიპოვა, პირველ პერიოდში ბრწყინვალედ შესრულებული კისრულით 4 ქულაზე დააგდო რუსი მეტოქე და მაყურებლების მხურვალე ოვაციაც დაიმსახურა.

 

შოთა ფარტენაძემ (61) პირველ ორ შეხვედრაში იოლად სძლია რუმინელ დავიდ დობრეს და მაკედონიელ რაფიკ კამბერს შესაბამისად 10-0 და 12-2, ნახევარფინალში რუს იმამ აჯიევთან 1-6 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის მოლდაველ მიხაელ ესანუს 8-0 მოუგო.

 

დავით ბუზიაშვილი (70) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ომარვთან 2-4 და სანუგეშო წრეში გადაერთო სადაც 5-1 მოუგო მოლდაველ ნიკოლაი ჩირეაკოვს და ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინელ ვასილ მიხაილოვს კი იოლად გაუსწორდა 8-0.

 

გუშინ კი ბრინჯაოს მედალი კი გივი მაჭარაშვილმა (97) მოიპოვა რომელმაც კვიპროსელი ალექსიოს კუსლიდისი 10-6 დაამარცხა, ერთი გამარჯვება დააკლდა ტარიელ გაფრინაშვილის (74) მედლის მოსაპოვებლად რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელარუს რომან ჩიტაძესთან დაძაბულ შეხვედრაში 14-16 დამარცხდა.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 54 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე რუსეთი გავიდა 64 ქულით ხოლო მესამეზე თურქეთი 51.

 

მთავარი მწვრთნელი: ემზარი ბედინეიშვილი უფროსი მწვრთნელები: ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე

ექიმი: ლევან ლინნიკი

მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე