საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
10:08 | March 30 2016

საქართველოს ნაკრების მორიგი ტრიუმფალური გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე, ამჯერად ზაზა ჯიბლაძის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთს ქალაქ რუსეში 29-30 მარტს გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონები გელა ბოლქვაძე (75), ლაშა გობაძე (80) და იაკობ ქაჯაია (130) გახდნენ. ვერცხლის მედლებს თორნიკე ჯანგავაძე (66) და კუკური კირცხალია (98) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედალი კი რამაზ ზოიძემ (71) დაისაკუთრა.

 

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 63 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ქულათა დიდი სხვაობით უკან ჩამოიტოვა უნგრეთის (43) და აზერბაიჯანის (38) ნაკრებები. 

 

მთავარი მწვრთნელი ზაზა ჯიბლაძე, უფროსი მწვრთნელები: ვაჟა-ბოძაშვილი და ოთარ ტატიშვილი.

ექიმი ლევან ლინნიკი.

მსაჯი მალხაზ ჯორბენაძე.