საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გივი კარტოზია - 87
04:55 | March 29 2016

საქართველოს ისტორიაში პირველ მსოფლიოს ჩემპიონს, ყველასათვის მისაბაძ სპორტსმენს და პიროვნებას გივი კარტოზიას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა

 

გივი ალექსანდრეს ძე კარტოზია დაიბადა 1929 წლის 29 მარტს ბათუმში.

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე (79 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, 55, 58), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული (1951), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა1998 წლის 3 აპრილს.