საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ლაშა გობაძე ევროპის 2-გზის ჩემპიონია - სამივე სინჯის თითო მედალი ევროპის ჩემპიონატის სტარტზე
04:17 | March 29 2016

ბულგარეთის ქალაქ რუსეში დაწყებულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ დღეს  საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილის 59-71-80-98 კატეგორიის ფალავნები ჩაერთვნენ, ოთხივე წონაში ქართველმა ფალავნებმა მედლებისათვის იჭიდავეს.

 

ლაშა გობაძემ (80) წარმატებით დაიცვა შარშანდელი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოქროს მედალს. კუკური კირცხალია (98) ვერცხლის მედალს დასჯერდა, რამაზ ზოიძემ (70) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მოპოვების შანსი გაუშვა ხელიდან ხვიჩა ჭითავამ (59) რომელმაც საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

 

ლაშა გობაძემ (80) საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედი ბოგდან კოურინი 10-4, მეოთხედფინალში უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი 8-1 ხოლო ნახევარფინალში გერმანელი იანეს ვაგნერი 3-2 დაამარცხა, ფინალში კი თურქ ბუკჰან აკბუდაკს 8-2 მოუგო.

 

კუკური კირცხალიამ (98) პირველ შეხვედრაში 1:55 წუთში სუფთა გამარჯვება მოიპოვა პოლონელ ალეკსანდრ კროცზაკთან, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ორხან ნურიევს 3-1 მოუგო , ნახევარფინალში კი რუსი მუსა ევლოევი დაძაბულ შეხვედრაში 4-4 დაამარცხა, ფინალში ჩვენებურმა გერმანელ მუჰამედ სევერთან 0-6 დათმო შეხვედრა.

 

რამაზ ზოიძემ (71) ქულების აშკარა უპირატესობით 4:26 წუთში 9-0 დაამარცხა ფრანგი მოჰამედ ზაროური, მეოთხედფინალში უკრაინელ ალექსეი კალინიჩენკოს 7-1 სძლია, ნახევარფინალში კი თურქ იუნუს ემრე ბასართან 1-9 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის მედლისთვის შეხვედრაში ბელარუს რუსლან აჰამალიეუს დაეჭიდა რომალსაც 3:17 წუთში იოლად გაუსწორდა 10-2.

 

ხვიჩა ჭითავა (59) პირველ შეხვედრაში 1-10 დამარცხდა მომავალ ფინალისტ რუს სერგეი ემელინთან, სანუგეშო წრეში კი სერბი ტამას ნადი 10-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისათვის ქართველი ფალავანი შეხვედრის ბოლო წამებამდე უგებდა გერმანელ ეტიენე კინსინგერს თუმცა ბოლო წამებზე დაკარგული 2 ქულის ხარჯზე დასანანი მარცხი განიცადა. 

 

პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 33 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მეორეზე აზერბაიჯანი 31 ქულით, მესამეზე თურქეთი 28.

 

ხვალ შეხვედრები დარჩენილ 66-75-85-130 კატეგორიებში გაიმართება, საქართველოს სახელით კი თორნიკე ჯანგავაძე (66), გელა ბოლქვაძე (75), შალვა ხაჩიძე (85) და იაკობ ქაჯაია (130) იჭდავებენ.