საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა თავისუფლების 14 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ლატვიიდან
01:20 | March 28 2016

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 26-27 მარტს რიგაში ფრეიდენფილდსის თასზე 6 ოქროს, 4 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. გიორგი გოგშელიძის და გელა საღირაშვილის ხელმძღვანელობით ჩვებმა ნაკრებმა შეჯიბრების მეორე დღეს ოთხივე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა, ტურნირის ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (55), შმაგი თოდუა (66), საბა ჩიხრაძე (84) და ზურიკო ურთაშვილი (120) გახდნენ, ორ წონაში სულაც ქართული ფინალი გაიმართა, ვერცლის მედლები მეკი სიმონიამ (84) და ალექსი ჟორჟოლიანმა (120) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი კახა ირემაძე (55) და მაგომედ საიდოვი (66) დაეუფლნენ. 
შეგახსენებთ რომ ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა
სამივე სინჯის ორ-ორი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ღონიაშვილი (50) და გიორგი პასიკაშვილი (60) გახდნენ, ვერცლის მედლები გიორგი ხაჩიძემ (50) და ნიკა კენჭაძემ (74) მოიპოვეს. ბრინჯაო კი გიორგი გიორგობიანმა (74) და მარად ვანაძემ (96).
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე გერმანია, მესამეზე კი საფრანგეთი გავიდა.