საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრებები ბულგარეთში ევროპის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ
05:45 | March 23 2016

29 მარტს ბულგარეთის ქალაქ რუსეში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის. 

 

პირველები შეჯიბრებაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. ნაკრები 18 მარტიდან ბორჯომში იმყოფება შეკრებაზე, ბოლო საკონტროლო შეხვედრა კი 22 მარტს გაიმართა 59 კგ-ში სადაც ხვიჩა ჭითავამ გიზო მელაძეს მოუგო. ბულგარეთში ჩვენი ნაკრები ზაზა ჯიბლაძის და ვაჟა ბოძაშვილის ხელმძღვანელობით 26 მარტს შუადღისას გაფრინდება. ჩვენი ნაკრები საკმაოდ ვარსკვლავური შემადგენლობით იასპარეზებს, წინა წლის ევროპის ჩემპიონი ლაშა გობაძე (80) და ამავე ასაკში ევროპის მოქმედი პრიზიორები კუკური კირცხალია (98) და ხვიჩა ჭითავა (59). ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ახალგაზრდებში რამაზ ზოიძე (71) და გელა ბოლქვაძე (75). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში იაკობ ქაჯაია (130). 

 

59 კგ - ხვიჩა ჭითავა (სენაკი) 

66 კგ - თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)

71 კგ - რამაზ ზოიძე (ხელვაჩაური)

75 კგ - გელა ბოლქვაძე (ხულო)

80 კგ - ლაშა გობაძე (ხულო)

85 კგ - შალვა ხაჩიძე (ბორჯომი)

98 კგ - კუკური კირცხალია (თბილისი)

130 კგ - იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ჯიბლაძე. უფროსი მწვრთნელები: ვაჟა-ბოძაშვილი და ოთარ ტატიშვილი.

მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე

ექიმი: ლევან ლინნიკი

 

 

თავისუფალი სტილით ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 2-3 აპრილს იასპარეზებს, ემზარი ბედინეიშვილის გუნდი რუსეში 31 მარტს გამთენიისას შემდეგი შემადგენლობით გაფრინდება. ჩვენ ნაკრებს ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) უკაპიტნებს.

 

57 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)

61 კგ - შოთა ფარტენაძე (აჭარა)

65 კგ - ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია)

70 კგ - დავით ბუზიაშვილი (ხაშური)

74 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

86 კგ - ირაკლი მწითური (თბილისი)

97 კგ - გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

125 კგ - გენო პეტრიაშვილი (გორი)

 

მთავარი მწვრთნელი: ემზარი ბედინეიშვილი უფროსი მწვრთნელები: ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე

მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე

ექიმი: ლევან ლინნიკი

 

გოგონებში ერთადერთი მონაწილე ლიანა ალმეევა (მაჭარაშვილი) გვეყოლება - მთავარი მწვრთნელი ბესარიონ გუჩაშვილი

 

29 მარტი

ბერძნულ-რომაული 59-71-80-98

30 მარტი

ბერძნულ-რომაული  66-75-85-130 

31 მარტი 

ქალთა ჭიდაობა 48-55-60-69 

1 პარილი

ქალთა ჭიდაობა 53-58-63-75 

2 აპრილი

თავისუფალი ჭიდაობა 57-65-74-97 

3 პარილი

თავისუფალი ჭიდაობა 61-70-86-125