საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართული ჭიდაობის ლეგენდა - ლევან თედიაშვილი 68!
04:59 | March 15 2016

დღეს საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავის ლევან თედიაშვილის დაბადების დღეა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ლევანს იუბილეს ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებს.

 

ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში. 1972 წლის მიუნხენისა და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974,1976,1978), ასევე 1973 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია", რომელშიც მთავარ როლს ლევან თედიაშვილი ასრულებდა.

ლევან თედიაშვილი არის სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენის კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.