საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მინისტრის შეხვედრა ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებულ მოჭიდავეებთან
04:09 | March 15 2016

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მოჭიდავეებმა ჯამში 9 მედალი - 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაო მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან ა შალვა გოგოლაძესთან ერთად 15 მარტს ახალ სპორტის სასახლეში შეხვდა და წარმატება მიულოცა. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ , ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე (70) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილმა (74),დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) გახდა, ვერცხლის მედალს რობერტ კობლიაშვილი(85) დაეუფლა, ბრინჯაოს კი შმაგი ბოლქვაძე (66)

 

სამინისტროს პრესსამსახური