საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძენ-რომაელების სამივე სინჯის თითო მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
11:54 | March 13 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) გახდა, ვერცხლის მედალს რობერტ კობლიაშვილი (85) დაეუფლა, ბრინჯაოს კი შმაგი ბოლქვაძე (66). 

ჩვენმა ნაკრებმა კი საერთო გუნდურ ჩათვლაში 33 ქვეყანას შორის 35 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.

 

მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია

უფრო მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი, ჯემალ ბაკურიძე და აკაკი ჩაჩუა.

მსაჯი თემო ყაზარაშვილი

ექიმი გიორგი მურცხვალაძე