საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონია, კობლიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
05:33 | March 13 2016

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს რიგაში საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი (75) ევროპის ჩემპიონი გახდა, რობერტ კობლიაშვილმა (85) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

დათუნაშვილმა საჩემპიონო გზაზე 5 მეტოქე დაამარცხა, პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრების წევრი ევრიკ ნიკოგოსიანი ქულების აშკარა უპირატესობით 2:24 წუთში 8-0 დაამარცხა, მერვედფინალში თურქ ემრაჰ კუშს მოუგო 3-3 ბოლო ქულის წყალობით, მეოთხედფნალში ჩვენებურმა 1:44 წუთში სუფთად დაამარცხა სომეხი კარაპეტ ჩალიანი 8-0, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს 3-1 სძლია, ფინალში კი სერბი ვიქტორ ნემესი დაამარცხა 2-2 და პირველად ავიდა კონტინენტური ჩემპიონატის უმაღლეს საფეხურზე, შეგახსენებთ რომ 2013 წლის თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე დათუნაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

 

კობლიაშვილმა სერბი პეტერ ბალოს ძლევით დაიწყო 9-0, შემდეგ პოლონელი ტადეუს მიხალიკი 3-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს ევგენი სალეევს მოუგო 1-1 და ფინალში უკრაინელების მსოფლიოს ჩემპიონ ჟან ბელენიუკს შეხვდება დაძაბურ ბრძოლაში 2-5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

დღესვე ნაკრების დანარჩენმა წევრებმა მინდია წულუკიძემ (71) და ნიკოლო კელასოვმა (80) იასპარეზეს თუმცა დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ასპარეზობას, წულუკიძემ მოლდაველ დანიელ კატარაგასთან 2-6 ხოლო კელასოვმა რუს რამაზან აბაჩარევთან 0-5 დათმო შეხვედრა.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატი

რიგა, ლატვია 13 მარტი

 

71 კგ

1. ვარშამ ბორანიანი (სომხეთი) 2. ალექსანდრ მაქსიმოვიჩი (სერბეთი) 3. ბალიტ კორპანსი (უნგრეთი) და ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

 

75 კგ

1. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო) 2. ვიქტორ ნემესი (სერბეთი) 3. კარაპეტ ჩალიანი (სომხეთი) და ლასლო სზარბო (უნგრეთი)

 

80 კგ

1. პასკალ ეისელი (გერმანია) 2. ედგარ ბაბაიანი (პოლონეთი) 3. დანიელ ალექსანდროვი (ბულგარეთი) და ასლან ატემი (თურქეთი)

 

85 კგ

1. ჟან ბელენიუკი (უკრაინა) 2. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო) 3. ტადეუს მიხალიკი (პოლონეთი) და დენის კუდლა (გერმანია)