საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია
12:03 | March 12 2016

ტრიუმფით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა, რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმო. 

ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ , ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე (70) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილმა (74), დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.

პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 59 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 54 ქულით, მესამეზე უკრაინა 51.

 

მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი. მწვრთნელები: არჩილ ქიტიაშვილი, დავით პოღოსიანი, ალექსანდრე კახნიაშვილი, ემზარი ბედინეიშვილი და ნუგზარ სხირელი.

მსაჯი თემო ყაზარაშვილი.

ექიმი თემურ მგელაძე, მასაჟისტი ჯემალ კელიხაშვილი