საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია, ტლაშაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
05:22 | March 11 2016

რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს თავისუფალ ჭიდაობაში საართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125) ევროპის ჩემპიონი გახდა, დავით ტლაშაძემ (70) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ტლაშაძემ ფინალის გზაზე 3 მეტოქეს მოუგო, ფინელი პეტერ მარტიკაინენს უბრძოლველად გასცდა, ბულგარელ ნიკოლაი კურტევს 3-1 ხოლო რუმინელ ადრიან მოისეს 8-4 მოუგო, ფინალში კი პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად დათმო შეხვედრა და ვერცხლის მედალს დასჯერდა

 

ურთულესი ბადე გაიარა გენო პეტრიაშვილმა, პირველ შეხვედრაში ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტ მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონს ტახა აკგულს მოუგო დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წამებზე 8-8, მომდევნო წრეში უნგრელ დანიელ ლიგეტის ქულების აშკარა უპირატესობით 3:33 წუთში 14-4 სძლია, ნახევარფინალში ჩვენებურმა კიდევ ერთი პრინციპულ მეტოქეს უკრაინელების ოს ფალავან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ალან ზასეევს 9-6 მოუგო, ფინალში კი ოლად 2:38 წუთში 11-0 გაუსწორდა პოლონელ რობერტ ბარანს.