საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ხინჩეგაშვილმა რიგაში ქართული ჰიმნი ააჟღერა, მაქარაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
03:38 | March 10 2016

რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა. ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 61 და 74 კატეგორიის ფალავნები გავიდნენ.

 

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი ამჯერად 61 კგ-ში. იაკობ მაქარაშვილმა (74) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ამჯერად ზედა წონით კატეგორიაში (61) იასპარეზა, თავდაპირველად მაკედონიელი ჯასინ რედიალარი ქულების აშკარა უპირატესობით 2:03 წუთში 10-0 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი სომეხ ვალოდია ფრანგულიას მოუგო 5-0, ნახევარფინალში კი ჩვენებურს ყველაზე ძლიერი მეტოქე აზერბაიჯანელების ბოლო 2 წლის მსოფლიოს ჩემპიონი 61-კგ-ში ჰაჯი ალიევი ელოდა, საბოლოოდ კი 4-2 გაიმარჯვა, ფინალში კი ბელარუს გიორგი კალიევს დამაჯერებლად მოუგო 6-1.

 

იაკობ მაქარაშვილი (74) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა აზერბაიჯანელების ევროპის ჩემპიონ ჯაბრაილ ჰასანოვან რომელიც შემდგომ ფინალში გავიდა და ჩვენებურიც დამამშვიდებელში გადაერთო სადაც უკრაინის სახელით მოასპარეზე გია ჩიხლაძე 10-0 დაამარცხა, ბრინჯაოსთვის კი ბულგარელ მიროსლავ კიროვს ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო.

 

 
საქართველოს ნაკრებმა კი გუნდურ ჩათვლაში 40 ქულით მეორე ადგილზე აიწია, ამდენივე ქულა აქვს უკრაინის ნაკრებს, პირველზე კი რუსეთია 48 ქულით.
 
11 მარტს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ გამოსვლას. ხალიჩაზე კი დარჩენილი 70 და 125 კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, საქართველოს სახელით კი დავით ტლაშაძე (70) და გენო პეტრიაშვილი (125).

 

თავისუფალი ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატი 

რიგა, 10 მარტი

 

61 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2 ჰეორჰი კალიეუ (ბელარუსი)

3 ჰაჯი ალიევე (აზერბაიჯანი)

3 ივან გუიდეა (რუმინეთი)

 

74 კგ

1 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

2 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 იაკობ მაქარაშვილი (საქართველო)

3 ზაურ მაკიევი (რუსეთი)