საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევრო-2016! ოდიკაძემ საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა
05:22 | March 09 2016

რიგაში ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 65 და 97 კატეგორიის ფალავნებმა იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოუტანა, ერთი გამარჯვება დააკლდა მედლამდე ზურაბ იაკობიშვილს (65).

 

ოდიკაძემ პირველ ორ შეხვედრაში შვეიცარიელი ფილიპ ჰატერი 10-0 და სლოვაკი იოზეფ იალოვიარი 11-0 ქულების აშკარა უპირატესობით იოლად დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ბოლტუკაევთან 0-12 დამარცხა და სანუგეშო წრეში გადაერთო სადაც პოლონელ რადოსლავ ბარანს 5-1 მოუგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ჩვენებურმა ბოლო წამებზე დაამარცხა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი უკრაინელი ვალერი ანდრიიცევი 3-1.

 

იაკობიშვილი საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო სადაც რუმინელი გეორგ ბუკური 4-1 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი მომავალ ფინალისტ თურქ მუსტაფა კაიასთან 1-7 დათმო შეხვედრა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო სადაც სლოვენიელ დავიდ ჰაბატს 6-0 სძლია, ბრინჯაოს მედლისათვის კი რუს ისრაილ კასუმოვთან დათმო შეხვედრა 4-13 და მეხუთე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

 

 

65 კგ

1. ფრანკ ჩამიზო (იტალია) 2. მუსტაფა კაია (თურქეთი) 3. სემიონ რადულოვი (უკრაინა) და ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

 

97 კგ

1. ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი) 2. ივან იანკოვსკი (ბელარუსი) 3. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) და ერიკ ტიელე (გერმანია)

 

10 მარტს ლატვიურ ხალიჩაზე თავისუფალი სტილის მორიგი 2 წონის ფალავნები გამოვლენ. საქართველოს ღირსებას დაიცავენ მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და იაკობ მაქარაშვილი (74). შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება

 

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის და შედეგების ლინკი