საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დავით მარსაგიშვილის პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
12:04 | March 09 2016

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში ევროპის ჩემპიონატის სტარტზე პირველი მედალი მოიპოვა რომელიც დავით მარსაგიშვილის (86) ანგარიშზეა,  პირველ დღეს თავისუფალი სტილით 57 და 86 წონის ფალავნებმა იასპარეზეს, ევროპის 2-გზის ჩემპიონმა და ვერცხლის პრიზიორმა დავით მარსაგიშვილმა ამჯერად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედლის მფლობელი გახდა.

 

მარსაგიშვილმა მერვედფინალში რუმინელი სტეფან გეროგიტა 6-0 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დასანანი მარცხი განიცადა ბოლო წამებზე 3-4, აზერბაიჯანელი საბოლოდ ფინალში გავიდა და დათოც დამამშვიდებელ წრეში გადაერთო სადაც პოლონელი ბარანოვსკი არ გამოუცხადდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ბელარუსი ალექსანდრ ხუშტინი 5-1 დაამარცხა.

 

დღესვე 57 კგ-ში ოთარ გოგავამ იასპარეზა და ბელარუს ასადულა ლაჩინოვთან 8-10 დათმო შეხვედრა, ბელარუსი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ხაჯიმურად რაშდოვთან 0-6 დამარცხდა და გოგავაც გამოეთიშა ასპარეზობას.

 

57 კგ

1. ხაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი) 2. ანდრეი იაცენკო (უკრაინა) 3. ანდრეი დუკოვი (რუმინეთი) და გიორგი ვალენტინოვი (ბულგარეთი)

 

86 კგ

1. შამილ კუდიამაგომედოვი (რუსეთი) 2. ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი) 3. დავით მარსაგიშვილი (საქართველო) და იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)

 

ხვალ ხალიჩაზე თავისუფალი სტილის მორიგი 2 წონის ფალავნები გამოვლენ, საქართველოს სახელით კი: ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97). შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

 

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის და შედეგების ლინკი