საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გოგავა და მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონატს გახსნიან
09:29 | March 07 2016

ხვალ 8 მარტს რიგაში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი რომელსაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57 და 86 წონის ფალავნები გახსნიან. საქართველოს სახელი კი ოთარ გოგავა (57) და დავით მარსაგიშვილი (86) იჭიდავებენ.

 

ევროპის 2-გზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონატში პირველ წრეში დაისვენებს და მერვედფინალიდან ჩაებმება რუმინელ სტეფან გეორგიტასთან შეხვედრით. დათოს მთავარი კონკურენტები რუსი შამილ კუდიამაგომედოვი, თურქი სელიმ იაშარი (კოლოი კორტოევი) და უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონი იბრაგიმ ალდატოვი ბადის ზედა მხარეს მოხვდნენ და ჩვენებურს ფინალამდე არ შეხვდებიან, დათოს ბადეში კი აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევს გამოვარჩევთ რომელსაც მეორე წრეში შეხვდება.

 

ოთარ გოგავა (57) საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ბელარუს ასაიდულა ლაჩინოვთან შეხვედრით, ბადეში მის მხარეს არის რუსი ხაჯიმურად რაშიდოვი.

 

 

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

 

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის და შედეგების ლინკი