საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდების 9 მედალი - ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს
11:46 | February 26 2016

დღეს 26 თებერვალს სოფიაში სტარტი აიღო პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა ჭიდაობის სამივე დისციპლინაში ახალგაზრდებს და 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის. საქართველოს ნაკრებებმა ტურნირის პირველ დღეს 6 წონიდან 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

თავისუფალთა ნაკრებიდან ჩემპიონები ტარიელ გაფრინდაშვილი (74) და როლანდ ანდრიაძე (97) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნიკა კენჭაძემ (74) და გიორგი ღონიაშვილმა (50) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ლაშა გიგაშვილი (74) და გიორგი ხაჩიძე (50) დაეუფლნენ.

 

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ გელა ბოლქვაძე (80) და ბექა კანდელაკი (130), ბრინჯაოს მედალი ნიკა გავაშელმა (80) მოიპოვა .

 

ხვალ 27 თებერვალს თავისუფლების 57, 65 და 86  ხოლო ბერძენ-რომაელების 50, 59, 75 წონების წარმომადგენლები იასპარეზებენ. შეჯიბრი კი 28 თებერვალს დასრულდება.

 

საქართველოს სახელით 27 თებერვალს იჭიდავებენ

თავისუფალი ჭიდაობა: 

57 კგ - კახა ირემაძე, რობერტ დინგაშვილი, ლევან მურცხვალაძე, თეიმურაზ ვანიშვილი

65 კგ -  შმაგი თოდუა, გიორგი სულავა, ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ბრეგაძე და მამუკა ჩაჩუა.

86 კგ - მექი სიმონია.

 

ბერძნულ-რომაული: 59 კგ - გიზო მელაძე და ხვიჩა ჭითავა