საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა ბერძენ-რომელები ავსტრიის ღია ტურნირზე
05:58 | February 25 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 26 თებერვალს ავსტრიაში ქალაქ გოტზისში მიემგზავრება სადაც ავსტრიის რიგით მე-6 ღია ტურნირზე იასპარეზებს.

 

მთავარი მწვრთნელის ზაზა სილაგაძის და უფროსი მწვრთნელის მუხრან მაჭუტაძის განკარგულებაშია საქართველოს ჩემპიონატის ყველა გამარჯვებული, ერთი გამონაკლისის გარდა რამაზ ზოიძე (66) რომელიც დღეს 23-წლამდელთა ნაკრებს გაყვა სოფიაში საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ მის ნაცვლად კი გიორგი კურტანიზე წავა. 

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნუგზარ წურწუმია (50), დავით ჩხარტიშვილი (55), ლევან ქავჟარაძე (60), გიორგი კურტანიძე (66), თემურ ჭკუასელიძე (74), გურამ ხეცურიანი (84), გიორგი მელია (96) და ზვიად პატარიძე (120).

 

ტურნირი ერთ დღიანია და 27 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრები კი ავსტრიული მხარის მოწვევით იქვე დარჩება და 2 კვირიანი შერეულ სამწვრთნელო შეკრებას გაივლის ავსტრიისა და ჩასულ გუნდებთან ერთად.  

სილაგაძის გუნდი 11 მარტს ავსტრიიდან ლატვიაში გადაფრინდება და რიგაში 2 კვირიან შეკრებას გაივლის სადაც უფროსი მწვრთნელები მუხრან მაჭუტაძე და გიორგი ჯინჭველაშვილი დაემატებიან, 26-27 მარტს კი ჩვენი ნაკრები იქვე ფრეიდენფელდსის თასზე იასპარეზებს.