საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ნაკრებები ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ
11:35 | February 24 2016

26-28 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია პეტრკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს ჭიდაობის სამივე დისციპლინაში. ახალგაზრდა და 23-წლამდე მოჭიდავეები ერთი ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ. შეჯიბრება 1993-1998 წელს დაბადებულ მოჭიდავეთა შორის 9 წონით კატეგორიაში გაიმართება საიდანაც მხოლოდ 50 კგ იქნება ახალგაზრდული დანარჩენი კი 23-წლამდელთა კატეგორიებში ჩატარდება თავისუფალი 50, 57, 61, 65, 70, 74, 86, 97, 125 და ბერძნულ-რომაული 50, 59, 66, 71, 75, 80, 85, 98, 130.

 

ტურნირზე ჩვენი ბერძენ-რომაელთა მხოლოდ 23-წლამდელთა ნაკრები იასპარეზებს, თავისუფლები კი ორივე ნაკრებით ახალგაზრდული და 23-წლამდელებით იქნებიან წარმოდგენილები.

 

ბერძნულ-რომაული ნაკრები ზაზა ჯიბლაძის და ვაჟა ბოძაშვილის ხემძღვანელობით შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: გიზო მელაძე და ხვიჩა ჭითავა (ორივე 59), თორნიკე ჯანგავაძე (66), რამაზ ზოიძე და ბაკურ გოგოლი (ორივე 71), გელა ბოლქვაძე (75), ნიკა გავაშელი (80), შალვა ხაჩიძე (85), კუკური კირცხალია (98), ბექა კანდელაკი (130).

 

ახალგაზრდა თავისუფლებს დავით ოთიაშვილი და კობა კაკალაძე უხემძღვანელებენ: გიორგი ხაჩიძე და გიორგი ღონიაშვილი (ორივე 50), კახა ირემაძე და რობერტ დინგაშვილი (ორივე 57), გიორგი ყაზარაშვილი (61), შმაგი თოდუა და გიორგი სულავა (65), ტარიელ გაფრინდაშვილი და ნიკა კენჭაძე (74), მექი სიმონია (86), ვაჟა ომარაშვილი (97), ზურიკო ურთაშვილი (125).

 

თავისუფალთა 23-წლამდელთა ნაკრები: ლევან მურცხვალაძე, თეიმურაზ ვანიშვილი (ორივე 57), შოთა ფარტენაძე (61), ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ბრეგაძე და მამუკა ჩაჩუა (სამივე 65), დავით ბუზიაშვილი (70), ლაშა გიგაშვილი (74), როლანდ ანდრიაძე (125).

მწვრთნელები: ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე

 

მსაჯი მალხაზ ჯორბენაძე

 

26 თებერვალი - თავისუფალი 50, 74, 97 კგ (FS), ბერძნულ-რომაული 66, 80, 130 კგ (GR),

27 თებერვალი - თავისუფალი 57, 65, 86  კგ (FS), ბერძნულ-რომაული 50, 59, 75 კგ (GR),

28 თებერვალი - თავისუფალი 61, 70, 125კგ (FS), ბერძნულ-რომაული 71, 85, 98  კგ (GR),