საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკები ევროპის ჩემპიონატზე თითოეულ წონაში ორი მოჭიდავით იასპარეზებენ
12:04 | February 24 2016

დღეიდან კონტინენტურ ჩემპიონატებზე ჭაბუკებს შორის ყველა ქვეყანას უფლება აქვს თითოეულ წონით კატეგორიაში ორი მოჭიდავით იასპარეზოს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ (UWW) სოჭში 13 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, გადაწყვეტილება ძალაში კი 22 თებერვლიდან შევიდა. 

 

UWW-ს აღმასრულებელ კომიტეტს სჯერა რომ მხოლოდ ერთი მოჭიდავის დაყენება კატეგორიაში არც ისე წარმატებული გამოდგა ჭაბუკთა მონაწილეების რიცხვის გასაზრდელად, ბევრ ქვეყანაში ჩაბუკებს არ ქონდათ შესაძლებლობა საერთაშორისო შეჯიბრებეზე ხშირად ეასპარეზად, ორი ათლეტის დაყენება კი ხელს შეუწყობს გაზარდოს ინტერესი საერთაშორისო დონეზე.

 

"ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება ფედერაციებს ჭიდაობის პოპულარიზაციის ასამაღლებლად თავიან ქვეყნებში," აღნიშნავს UWW-ს პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი.

 

შეგახსენებ რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა სერბულ სუბოტიცაში 9 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა ასპარეზობას. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში 83 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და დიდი უპირატესობით გაასწრო თურქეთისა და რუსეთის ნაკრებებს. ევროპის ჩემპიონები თორნიკე ქათამაძე (42), ალეკო ლომიძე (58) და ივერიკო ჯულაყიძე (69) გახდნენ.

 

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა კი სამივე სინჯის ორ-ორი მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ლერი აბულაძე (54) და აივენგო რიკაძე (63) გახდნენ.