საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჰეიდარ ალიევის „ოქროს გრან პრის“ – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
02:12 | March 15 2015

საქართველოს ეროვნული ნაკრებები ჰეიდარ ალიევის ტურნირიდან 7 მედლით დაბრუნდნენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს გრან პრის" ფინალურ ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 71 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის ჩემპიონები რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები მოიპოვეს რევაზ ლაშხმა (66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ), მინდია წულუკიძემ (71 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავისუფლებიდან უმსუბუქეს წონაში, 57 კილოგრამში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ავიდა. გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ფინალში უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკისთან დამარცხდა (10:0) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.