საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ONLINE! მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს ნაკრების მედვედის ტურნირზე წარუძღვება
09:15 | February 17 2016

18-19 თებერვალს მინსკის სპოტის სასახლეში გაიმართება სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის 46-ე საეთაშიროსირო გრან-პრი თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას 25 ქვეყნის 280 სპორტსმენი მიიღებს. ბევრი ნაკრები პირველი შემადგენლობით იასპარეზებს. მედვედის განცხადებით მინსკში მსოფლიოს მცირე ჩემპიონატი გაიმართება.

 

საქართველოს ნაკრებს კი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი და წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაუდგება სათავეში. შემადგენლობაში შევიდნენ მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსნები სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125), ევროპის 2-გზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (86), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი ელიზბარ ოდიკაძე (97).

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

 

57 კგ - ოთარ გოგავა

61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 კგ - კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, დავით ტლაშაძე

74 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ - დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური, თორნიკე ალადაშვილი (თავისი ხარჯით)

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე

 

მთავარი მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი უფროსი მწვრთნელები: დავით პოღოსიანი, ალეკო კახნიაშვილი, ემზარი ბედინეიშვილი და არჩილ ქიტიაშვილი

 

ერთი წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა ჭიდაობაში ლიანა ალმეევა (53) რომელიც 19 თებერვალს იასპარეზებს,

 

18 თებერვალი

10.00 - 15.00 - წინასწარი შეხვედრები 57, 65, 74, 97 კგ

15.00 - 16.00 - აწონვა  61, 70, 86, 125 კგ

18.00 - 19.00 - გახსნის ცერემონია

19.00 - 21.30 - ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები

 

19 თებერვალი

10.00 - 15.00  - წინასწარი შეხვედრები 61, 70, 86, 125 კგ

16.30 – 18.00 - ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები