საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძენ-რომაელების 7 მედალი კიევიდან
12:54 | February 14 2016

13-14 თებერვალს კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლები გოგა აფრიამაშვილმა (71), ვლადიმერ გეგეშიძემ (85) და ვასილ იმერლიშვილმა (98) მოიპოვეს. ბრინჯაოს მფლობელები კი არჩილ თურმანიძე (66), გიორგი ჯავახია (71), გიორგი დათუნაშვილი (75) და თორნიკე ძამაშვილი (80) გახდნენ.

ნაკრებს ოთარ ტატიშვილი და ვაჟა-ბოძაშვილი ხელმძღვანელობდნენ

 

აფრიამაშვილმა (71) მოლდოველი დანიელ კატარაგა და უკრაინელი ოლეგ ანტონოვი 8-0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თანაგუნდელ გიორგი ჯავახიას მინიმალური ანგარიშით 3-2 მოუგო, ფინალში კი ირანელ აზიმ გარმსირისთან 3-5 დამარცხდა, ჯავახიამ ალჟირელ ბოუჯემლინს და უკრაინელ ბოჰდან კაბინს 8-0 მოუგი, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი უკრაინელი ოლეგ ანტონოვი 8-0 დაამარცხა.

 

თორნიკე ძამაშვილმა (80) ირანელი იოუსეფ აკბარი 7-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე ირანელ მაჰდი ფალაჰამიდაბადისთან 3-6 დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი უკრაინელ ანდრეი ბელიხს 8-0 მოუგო.

 

ვასილ იმერლიშვილმა (98) ფინალამდე უკრაინელი მიკოლა კრისოვი და ირანელი დავუდ განირანგი ერთნაირი ანგარიშით 4-0 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ დმიტრი ტიმჩენკოსთან დათმო შეხვედრა 1-13.

 

გეგეშიძემ (85) უკრაინელები ანტონ ოლინიკი 11-0 და იური შხრიუბა 8-7 დაამარცხა, ფინალში კი მასპიძნლების მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ჟან ბელენიუკთან დამარცხდა 2-5.

 

თურმანძემ (66) პირველ შეხვედრაში უკრაინელი სერგეი ჰარკუშა 15-7 დაამარცხა, შემდეგ შეხვედრაში კი ასევე უკრაინელ მომავალ ჩემპიონ დენის დემიანკოვთან დამარცხდა თანაბარ ბრძოლაში 0-2, დამამშვიდებელ წრეში კი მოლდაველ მაქსიმ მამულატს მოუგო აშკარას უპირატესობით 8-0, ბრიჯნაოსთვის შეხვედრაში ირანელი ვაჰიდ მირფატოლაჰი სუფთად დაამარცხა.

ამავე წონაში გიორგი დავითაია პირველივე წრეში დამარცხდა უკრაინელ არტურ პოლიტაევთან 2-6 და გამოეთისა ასპარეზობას.

 

გიორგი დათუნაშვილმა (75) უკრაინელი ვიტალი კურცენკოს ძლევით დაიწყო 10-0, ნახევარფინალში კი მასპიძელ დმიტრო არაბიჟისთან 3-7 დამარცხდა, ბრინჯაოს შეხვედრაში კი უკრაინელი დმიტრო პინკკოვი ტრამვის გამო არ გამოცხადდა.

 

გოდერძი დავითაძემ (59) პირველ შეხვედრაში უკრაინელ ბალიცკის 3-1 სძლია, მომდევნო შეხვედრაში კი იევგენ მიაგკისთან დამარცხდა და სანუგეშო წრეში გადაერთო სადაც უკრაინელი ანდრეი მარტინიუკი 4-4 ზე დაამარცხა, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი ვერას გახდა უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან 4-12 და მეხუთზე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

 

ლევან არაბულმა (130) უკრაინელი მიკოლა კუჩმი 5-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი მასპინძელ იგორ დიდიკთან 1-6 და მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ირანელ 4-6 დამარცხდა.

 

თავისუფალ ჭიდაობაში მხოლოდ ერთ წარმომადგენელი თორნიკე ალადაშვილი (86) გვყავდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ადრიან ჯაუდე 5-3 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი ირანელ რეზა ბაიატთან 1-8 წააგო და გამოეთიშა ასპარეზობას.