საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფალთა ნაკრები მედვედის ტურნირისათვის მინსკში გადის შეკრებას
12:17 | February 13 2016

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 7 თებერვლიდან ერთობლივ შეკრებას გადის მინსკში "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე. ნაკრების მთავარი მწვრთნელის რევაზ მინდორაშვილის და უფროსი მწვრთნელების არჩილ ქიტიაშვილის, ალეკო კახნიაშვილის, დავით პოღოსიანის და ემზარი ბედინეიშვილის განკარგულებაშია ნაკრების უკლებლივ ყველა ლიდერი დავით მოძმანაშვილის (125) გარდა რომელიც ტრამვის გამო ვერ შეუერთდა ნაკრებს შეკრებაზე, მის ნაცვლად კი ევროპის ჩემპიონატზე სავარაუდოთ გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს. შეკრების დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები 18-19 თებერვალს მინსკში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას სადაც ტრადიციულად ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს მასპინძელი ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე

65 კგ - კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი, დავით ტლაშაძე

74 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ჯუმბერ ყველაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი

86 კგ - დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი

 

მედვედის ტურნირზე ერთი წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა ჭიდაობაშიც, ის რუსეთიდან ახლახანს გადმობარგებული ქართული წარმომავლობის ლიანა ალმეევაა (მამით მაჭარაშვილი). ალმეევამ ჭიდაობის ფედერაციის დახმარებით ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს სახელით 53 კგ-ში იჭიდავებს. ქალ მოჭიდავეთა ნაკრებს ბესო გუჩაშვილი ავარჯიშებს.