საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძენ-რომაელების 11 მედალი და გუნდური მეორე ადგილი სტამბულიდან
11:30 | January 31 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა 30-31 იანვარს სტამბულში გამართულ "ვები ემრეს და ჰამიდ კაპლანის" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე სადაც  2 ოქროს, 5 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

 

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ლაშა გობაძე (80) და რობერტ კობლიაშვილი (85).

 

ვერცხლის მედლები მოიპოვეს რევაზ ლაშხმა (59), შმაგი ბოლქვაძემ (71), მინდია წულუკიძემ (75), თორნიკე ძამაშვილმა (80) და ბექა კანდელაკმა (130).

 

მესამე საპრიზო ადგილები და შესაბამისად ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ბაკურ გოგოლი (71), მათე სოფაძე (85), გიორგი ცირეკიძე (85) და ნიკოლოზ კახელაშვილი (98).

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს და თურქეთის ნაკრებებმა ერთნაირი შედეგი 70-70 ქულა დააგროვეს, თუმცა უპირატესობა თურქეთის ნაკრებ მიენიჭა რადგა ჩვენზე ერთი ოქროს მედლით მეტი მოიპოვეს ჯამში 3 ოქრო. ჩვენმა ნაკრებმა კი ღირსეული მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე ყახაზეთი გავიდა.

 

მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია, მწვრთნელები: ოთარ ტატიშვილი, აკაკი ჩაჩუა, ჯემალ ბაკურიძე, ზაზა ჯიბლაძე და ვაჟა-ბოძაშვილი.