საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ლაშა გობაძე ვები ემრეს მემორიალის გამარჯვებულია - 6 მედალი პირველ დღეს
10:45 | January 30 2016

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს 30 იანვარს სტამბულში დაწყებულ ვები ემრეს და ჰამიდ კაპლანის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს 6 მედალი მოიპოვა.

 

ტურნირის ჩემპიონი გახდა ლაშა გობაძე (80) რომელმაც ფინალში თანაგუნდელი თორნიკე ძამაშვილი დაამარცხა 2-0, ფინალამდე ლაშამ სამ მეტოქეს კიდევ ერთი თანაგუნდელ ნიკოლოზ კელასოვს, აზერბაიჯანელ ემინ ახმადოვს და ნახევარფინალში ყაზახ დოსზან კარტიკოვს სძლია. ვერცხლის მედლები მოიპოვეს რევაზ ლაშხმა (59) და შმაგი ბოლქვაძემ (71), ბრინჯაოს მედლებს კი ბაკურ გოგოლი (71) და ნიკოლოზ კახელაშვილი (98) დაეუფლნენ. 

 

 

ხვალ 31 იანვარს შეხვედრები დარჩენილ 66-75-85-130 კატეგორიებში გაიმართება, საქართველოს სახელით იჭიდავებენ:

66 კგ - გიორგი კურტანიძე, ანტონ მამაგეიშვილი, გიორგი დავითაია, ხვიჩა ჭითავა.

75 კგ - გიორგი დათუნაშვილი, მინდია წულუკიძე, მანუჩარ ცხადაია, ილია გულბათაშვილი, გელა ბოლქვაძე.

85 კგ - რობერტ კობლიაშვილი, მათე სოფაძე, ვლადიმერ გეგეშიძე, გიორგი ცირეკიძე, შალვა ხაჩიძე.

130 კგ - ლევან არაბული, სანდრო დიხამინჯია, ბექა კანდელაკი.