საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ჭაბუკების გუნდური ჩემპიონობა და 12 მედალი ხარკოვიდან
01:07 | January 25 2016

23-24 იანვარს ხარკოვში გაიმართა უკრაინის დამსახურებული მწვრთნელის ლეონიდ დუნაის ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის. სადაც უკრაინის რეგიონების გარდა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის, მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს გუნდებმა. ჩვენმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ნიკა კვინიკაძე (50) რომელმაც ფინალში თანაგუნდელი თორნიკე ქათამაძე დაამარცხა, ამირან ვახტანგიშვილი (54), გიორგი ელბაქიძე (58), დანიემ მარქარაშვილი (63), მირიან მაისურაძე (76) და სიმონ ოსკანიანი (85), მეორე ადგილი დაიკავეს თორნიკე ქათამაძემ (50), რომან აფციაურმა (63), გოგა მამიაურმა (69) და ჭაბუკა გამყრელიძემ (100), მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ გოდერძი ძებისაშვილი (54) და ცოტნე აბალაკი (58). 

მეორე დღე გუნდურ შეჯიბრებას დაეთმო რომელიც კედელი-კედელზე ფორმატით წარიმართა, აქაც საქართვლოს ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო. თავდაპირველად აჭარის გუნდი 8-2 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში დონეცკის გუნდს 9-1 მოუგო, ნახევარფინალში ოდესის ნაკრები 7-3 ხოლო ფინალში ხარკოვი 6-4 დაამარცხა.

გუნდს მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, მწვრთნელები კახაბერ დობორჯგინიძე და ლაშა ქეთიშვილი ხემლძღვანელობდნენ