საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი
11:18 | January 15 2016

14 იანვარს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (მაღლივ კორპუსთან) ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა კალათბურთელებმა, სპორტსმენებმა და ჟურნალისტებმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონს ატარებს და ახლოსაა ისტორიულ მიღწევასთან - მონაწილეობას მიიღოს ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება. 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ - მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ვეტერანი კალათბურთელები, ჟურნალისტები.