საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი!
10:28 | January 07 2016

6 იანვარს,. ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტრადიციული წლის შემაჯამებელი ღონიესძიება 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

 

წლის საუკეთესო სპორტსმენად თავისუფალი სტილით მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დასახელდა, გამარჯვებული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა. ათიოდ დღის წინ ანალოგიური აღიარება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგანაც მიიღო. 

 

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა კიდევ 3 ნომინაციაში გაიმარჯვეს. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე გახდა,  საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში ოლიმპიური კატეგორიის მსაჯმა თემო ყაზარაშვილმა გაიმარჯვა, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის აღმზრდელ ნუგზარ სხირელს ერგო. 

საუკეთესოები კი სულ 10 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ,

 

1. წლი ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ჭიდაობა)

2. წლის სპორტული ფედერაცია - ძალოსნობის ფედერაცია

3. წლის გუნდი - ქალ-მოჭადრაკეთა ნაკრები

4. წლის მენეჯერი - დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი)

5. წლის მწვრთნელი - ნუგზარ სხირელი (ჭიდაობა)

6. წლის მსაჯი - თემო ყაზარაშვილი (ჭიდაობა)

7. წლის სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

8. წლის პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი - ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა) და ზვიად გოგოჭური (ძიუდო).

9. წლის სპორტსმენი ქალი - ხათუნა ნარიმანიძე (მშვილდოსნობა)

10. წლის სპორტსმენი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ჭიდაობა)

 

დაწესდა 5 სპეციალური პრიზი.

1. წლის აღმოჩენა - ძიუდოის გოგონათა ნაკრები

2. სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა (ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი)

3. სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

4. წლის კაპიტანი - მამუკა გორგოძე (რაგბი)

5. წლის ბიზნეს კომპანია - ვითიბი ბანკი