საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2015 წლის შემაჯამებელი საღამო
12:27 | December 31 2015

26 დეკემბერს რესტორან ჭაშნაგირში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას ინიციატივით გაიმართა წლის შემაჯამებელი საღამო ბანკეტი. რომელსაც უამრავი ტიტულოვანი ახალგაზრდა თუ ვეტერანი მოჭიდავე ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ესწრებოდნენ. ღონიესძიების საპატიო სტუმრები იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ცნობილი კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი. საღამოს წარუძღვა ჭიდაობის ფედერაციის მრჩეველი მალხაზ ჯორბენაძე.

ეროვნული ჰიმნის მოსმენის შემდეგ წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მის საპატივცემულოდ სტუმრებს დიდი ეკრანზე შეთავაზეს ვიდეო რგოლი სადაც ასახული იყო საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის გამარჯვების კადრები რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა. ემოციური გამოდგა დაჯილდოვების ნაწილი,  ფასიანი საჩუქრები გადაეცათ 60 წელს გადაცილებულ ტიტულოვან და ყველასათვის საყვარელ ქართველ მოჭიდავეებს: ოლიმპიურ და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ რომან რურუას, 2-გზის ოლიმპიურ და 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონ ლევან თედიაშვილს, ოლიმპიურ და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონ ვახტანგ ბლაგიძეს, მსოფლიოს ჩემპიონებებს როსტომ აბაშიძეს, მიხეილ სალაძეს, თეიმურაზ აფხაზავას, ზარიბეგ ბერიაშვილს, გურამ საღარაძეს, ევროპის ჩემპიონ ნოდარ მოდებაძეს, გაიხსენეს ახლახანს გარდაცვლილი მერაბ ღუდუშაური ჯილდო კი მის შვილიშვილს ასევე მერაბ ღუდუშაურს გადაეცა. დაჯილდოვნენ სხვადასხვა ქართველი ტიტულოვანი ფალავნები თამაზ მაჭავარიანი, ესტატე გოგლიჩიძე, ვლადიმერ კანკავა, ავთანდილ მაისურაძე, ომარ ეგაძე. ჭიდაობის პოპულარიზაციისათვის მედიაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა ავტორი პროექტისა "ერთი ჩემპიონის ისტორია" სპორტული ჟურნალისტი თამარ ბალავაძე. ჭიდაობის პოპულარიზაციისათვის სოციალურ მედიაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა გიორგი კვეტენაძე.

ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის დაჯილდოვა ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საჭიდაო დარბაზის მშენებლობას რომელიც გაზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

საღამოს დასასრულს კი კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზეს საჭიდაო სამყაროს - მოჭიდავეების ჰიმნი ოთო ნემსაძის შესრულებით, იდეის ავტორი კი მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ნოზაძე გახლავთ.