საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ელიზბარ ოდიკაძე და გიორგი საკანდელიძე - ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები
11:08 | December 28 2015

27 დეკემბერს ინდოეთში დასრულდა პირველი პროფესიონალური საკლბუბო ჩემპიონატი "Pro Wrestling League" რომლის გამარჯვებულიც ელიზბარ ოდიკაძის და გიორგი საკანდელიძის კლუბი "რევანტა მუმბაი გარუდა" გახდა. 

ფინლაში "არიანა ჰამერსთან" გიორგი საკანდელიძემ (125) მორიგი წმინდა გამარჯვება მიითვალა 1 წუთსა და 39 წამში დაამარცხა ინდოელი ჰიტენდერი 10-0 რითაც მუმბაი დაწინაურდა 3-2, გადამწყვეტი გამარჯვება სწორედ ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვა რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისათვის რევანში აუღო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსან უკრაინელ ვალერი ანდრეიცევს 6-4, საბოლოოდ "მუმბაიმ" 7-2 დაამარცხა "არიანა ჰამერი" და პირველი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.

 

25 დეკემბერს კი ნახევარფინალში ოდიკაძე-საკანდელიძის "მუმბაიმ" მოძმანაშვილის "ბენგალურუ" 5-2 დაამარცხა, გიორგი საკანდელიძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში 7-4 დაამარცხა დავით მოძმანაშვილი, ელიზბარ ოდიკაძემ (97) კი უკრაინელ ევროპის ჩემპიონ პავლო ოლინიკს 7-2 მოუგო, მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ხინჩეგაშვილის "პანჯაბ როიალსი" 3-4 დამარცხდა "არიანა ჰამერსთან" ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი კი დაბლოკეს და ვერ იასპარეზა.