საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სეოკმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაასახელა
08:08 | December 25 2015

25 დეკემბერს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები - აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, სპორტსმენები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გაუძღვა. სეოკმა 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) დაასახელა. ტარიელ ხეჩიკაშვილს, დავით ნარმანიას, ლერი ხაბელოვს და ალექსი ახვლედიანს, რომელიც თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზების ხელშეწყობისთვის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი გადაეცათ.

ოლიმპიურმა კომიტეტმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა  - მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე და მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე.

თბილისის ფესტივალის მედალოსნებს ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტები გადაეცათ, დაჯილდოვდნენ რიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტები და ფესტივალზე მონაწილე 8 ფედერაციის პრეზიდენტიც - დავით ქევხიშვილი (ძიუდო), ზურაბ კაკაბაძე (ხელბურთი), კონსტანტინე ლაშხი (ტანვარჯიში), მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთი), ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი), ირაკლი ჩაჩუა (ფრენბურთი), ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) და დავით რურუა (საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია).

ასევე დაჯილდოვდა წლის წარმატებული 6 მწვრთნელი: მინდია ბოდაველი, გია თენაძე, ირაკლი უზნაძე, რევაზ მინდორაშვილი,გიორგი ასანიძე, თამაზ ფუტკარაძე.

სეოკის ღონისძიებას ესწრებოდა ბრაზილიის ელჩი საქართველოში დანიელა სინტრა შავისიც. სესიაზე განვლილი წელი შეაჯამეს და 2016 წლის გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ოლიმპიურია და შესაბამისად ორმაგად მნიშვნელოვანი.

 

http://msy.gov.ge/