საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველების მორიგი გამარჯვებები ინდოეთის ლიგაში
04:41 | December 24 2015

ინდოეთში გრძელდება პირველი საჭიდაო პროფესიული ლიგა სადაც ქართველმა ფალავნებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.

 

წარმატებული გამოდგა მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძის დებიუტი პროლიგაში რომელმაც ლევან ბერიანიძე შეცვალა, "დილი ვერის" წარმომადგენელი კრიშან კუმარი კი 47 წამში წმინდად დაამარცხა 10-0. საკანდელიძის თანაგუნდემა ევროპის თამაშების ვერცხლი პრიზიორმა ელიზბარ ორიკაძემ 5-0 დაამარცხა ინდოელი გურპან სინგი, წინა ტურში კი "ვორიორსის" წევრი სატიავრატ კადიანი 10-0 გაანადგურა.

 

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რომელიც კლუბ "პანჯაბში" ასპარეზობს მორიგი სამი გამარჯვება მოიპოვა. მსოფლიოს პრიზიორი მონღოლი ბეკბაიარ ერდენბატი რომელსაც წელს ლას ვეგაში და შარშან ტაშკენტში ორჯერ მოუგო მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ამჯერადაც დაამარცხა 4-3.

რამდენიმე დღეში კი "პანჯაბი" დავით მოძმანაშვილის "ბენგალურუს" დაუპირისპირდა, ხინჩეგაშვილმა 12-2 დაამარცხა ინდოელი ტომარ სანდეპი, მოძმანაშვილმა (125) კი  მონღოლ ჩულუნბატს 5-0 მოუგო. მომდევნო ტურში კი მოძმანაშვილმა "დელი ვერის" ინდოელი კრიშან კუმარი 10-0 დაამარცხა. 22 დეკემბერს კი ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა "ჰარიანას" წევრ ნიტინთან 6-2.

 

დასასრულს უახლობდება პროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები. სულ კი 2 შეხვედრა დარჩა გასამართავი. ლიგის 4 საუკეთესო გუნდი კი 25-26 დეკემბერს ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას, 27 დეკემბერს კი ლიგის ფინალი გაიმართება. ამ დროისთვის პირველ ადგილზე 4 გამარჯვებით და 8 ქულით ოდიკაძე-საკანდელიძის მუმბაი იმყოფება, მეორე-მესამე  ადგილებზე სამი გამარჯვებით (6 ქულა) "ჰარიანა" და ხინჩეგაშვილის "პანჯაბი" იმყოფებიან, მეოთხეზეა მოძმანაშვილის ბენგალურუ.